სიახლეები
ქალაქ ცაგერში უმწეოთა სასადილოს მუშაობას და იქ არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნენ
ქალაქ ცაგერში უმწეოთა სასადილოს მუშაობას და იქ არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე.
სასადილო ქალაქ ცაგერში 75 ბენეფიციარს ემსახურება უფასო კვებით.
სასადილოში ყოველდღიურად ახალი, ხარისხიანი, მრავალფეროვანი საკვები მზადდება.პროდუქტის მარაგი დროულად ივსება და ჰიგიენის ნორმებიც დაცულია.
ასეთივე ტიპის სასადილო სოფელ ლაჯანაში 38 ბენეფიციარს ემსახურება.
უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამათაგან ერთ-ერთია.


