სიახლეები

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ ქ. ცაგერის საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა ტრენენგი თემაზე ,,ინტერნეტის პრაქტიკული გამოყენება"

ცაგერის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა ჰაბმა, ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ ქ. ცაგერის საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა ტრენენგი თემაზე ,,ინტერნეტის პრაქტიკული გამოყენება" კომპიუტერული ტექნოლოგიების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება საფრთხის რისკიც, სწორედ ამიტომ, ტრენინგზე განხილულ იქნა უსაფრთხოებისთვის საჭირო ძირითადი თავდაცვის საშუალებები. ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა : მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითრებისთვის’’ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (#KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (#CSI),კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (#CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (#EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (#IEP). European Union in Georgia Civil Society STAR Initiative #EU4Georgia, #KAS, #STARInitiative

სიახლეები