სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის ,,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით" გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის ,,მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით" გაიმართა.
აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტის
პრეზენტაციას უძღვებოდა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის უფროსი, ეროვნული კონსულტანტი რევაზ საყვარელიძე.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით.
პრეზენტაციაზე იმსჯელეს აღნიშნულ პროგრამაში ცაგერის მუნიციპალიტეტის სამომავლო ჩართულობის ფორმასა და შესაძლებლობებზე განათლების კუთხით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, რეზო ხეცურიანი, გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე,სკოლის დირექტორები,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

სიახლეები