ა(ა)იპ - ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა

ხელმძღვანელი - ბელა საღინაძე

 დაიბადა 08.11.1965 წელს.

განათლება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  09.1985 - 06.1990   ჟურნალისტიკა 

სამუშაო გამოცდილება:

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულო, 10.2012 - 11.2017

საკომტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონის ნომერი: 599723248

ელ.ფოსტა: bibloteka.cageri@mail.ru

მისამართი: ქ. ცაგერი თამარ მეფის ქუჩა N 32

ინფორმაცია ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის შესახებ:

ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა დაარსდა 1943 წელს.დღეისათვის მასში შედის ერთი მთავარი, ერთი ახალგაზრდობის და 40 სასოფლო განყოფილება.

1977 წელს კულტურის სამინისტროს მიერ განხოეციელდა ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია და შეიქმნა ერთიანი ცენტრალიზებული  საბიბლიოთეკო სისტემა. ხოლო 2007 წლიდან შეიქმნა ა.ა.ი.პ. ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა. დღეისათვის მისი წიგნადი ფონდი შეადგენს 171382 ცალ ბეჭდურ ერთეულს. აქედან 34357ც არის ქალაქის, ხოლო 136935 სასოფლო განყოფილებების. ბიბლიოთეკის ქალაქის ტერიტორიაზე ყოველწლიურად საშუალოდ ემსახურება 1024 მკითხველს , ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში შედის შემდეგი განყოფილებები: საბავშვო, ახალგაზრდობის, მომსახურების, დაკომპლექტების და მეთოდურ-ბიბლიოგრაფიული განყოფილებები. ბიბლიოთეკა ემსახურება ყველა სახის მკითხველებს: მათ შორის გამოყოფილია მკითხველთა ცალკეული ჯგუფები: პედაგოგები, მედიცინის მუშაკები, დიასახლისები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და ინკლუზიური ბავშვები. ბიბლიოთეკაში გამოწერილია სხვადასხვა სახის ჟურნალ-გაზეთი.