კურორტები და ღირსშესანიშნავი ისტორიული ადგილები | ცაგერის მუნიციპალიტეტი

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით, ლეჩხუმის, ეგრისისა და რაჭის ქედების თავშეყრის ადგილას და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. სახელწოდება ლეჩხუმი მეგრული “ჩხომი“-სგან (თევზი) უნდა იყოს ნაწარმოები. მრავალი ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული რეგიონი მნიშვნელოვანია რეკრეაციული თვალსაზრისითაც. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ლაშიჭალის, ალპანის, ახალჭალის, აღვი-ცაგერის, ლაძგვერიას, ძუღურის, უსახელოს და სხვა მინერალური სამკურნალო წყლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ცაგერიდან 20 კმ-ში მდებარე კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა გარშემორტყმულია ფოთლოვანი (წიფელი, მუხა) და წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭო) ტყეებით დაფარული ლეჩხუმის ქედის ფერდობებით. აქ ათეული წლებია ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი კოტეჯები და სანატორიუმები სააბაზანო კორპუსითაა და დასასვენებელი ზონით. ბოლო წლებში მათ რამდენიმე საოჯახო სასტუმროც შეემატა. 

მდებარეობა: ლეჩხუმის ქედის (მთავარი კავკასიონის სისტემა) სამხრეთ ფერდობი, მდ. ლაჯანურის ხეობა.

მანძილი: ცაგერიდან – 20 კმ, ამბროლაურიდან – 40 კმ, თბილისიდან (ამბროლაურის გავლით) – 340 კმ.

სიმაღლე ზღვის დონიდან: 800-900 მ.

რელიეფი: მთაგორიანი. 

კლიმატი: დაბალი მთის ჰავა. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 20C. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 200C.

ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1800-2000 მმ.

ჰაერის საშ. ფარდობითი ტენიანობა: 75%.

მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900-2000 სთ.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმიან-

კალციუმიანი მინერალური წყლები,  საერთო მინერალიზაციით 1-5 გ/დმ3;

დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული ანთებები, საყრდენ-მამოძრავებელი

აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

   კურორტი ახალჭალა  მდებარეობს ლეჩხუმში. დასახლებული სოფლიდან (ჭალისთავი) დაახლოებით 20 კმ. ლეჩხუმიდასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა.  ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის  მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი.

ადმინისტრაციული მდებარეობა – ცაგერის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. ჯანოულას (მდ. ცხენისწყლის შენაკადი) ზედა წელი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1730-1800 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი, უხვთოვლიანი 
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 60C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15,40C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2000 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 78%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2100 საათი
ფლორა – წიწვოვანი და ფოთლოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი, მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი და სხვ.) ტყეები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით – 2,5 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.

ძუღურის მინერალური წყაროები ჯერ კიდევ 1926 წელს აღნიშნული აქვს რუს მკვლევარს ა. გლუშკინს. “მინერალური წყაროების კვლევის ოქმი” (ფონდური ინვენტარული №1869) მისი მონაცემებით აღწერის დროს ძუღურის № 4 წყაროს წყლის ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლების მიერ მიუხედავად უგზოობისა, ფართოდ იყო გამოყენებული. როგორც სასმელად ასევე სამკურნალოდ. სისხლნაკლულობის, ნერვიული სისტემის, კუჭნაწლავის, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული გეპატო, ქოლეცისტიტი, ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი ფორმა, რკინის ნაკლებობა (ანემია) დიაბეტი, პანკრიასის ჯირყვალი, პროსტატის ჯირყვალი.