გამგებელი | ცაგერის მუნიციპალიტეტი

 

img_20160421_103335-150x150რევაზ ბენიძე

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი

დაბადების თარიღი: 1953 წლის 16 ოქტომბერი

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ოთხი შვილი

რევაზ ბენიძემ დაამთავრა ქ. თბილისის 63-ე საშუალო სკოლა

1974 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტიდან გადავიდა ქ. მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1980 წელს ექიმ-თერაპევტის სპეციალობით;

სწავლის პარალელურად მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. გავლილი აქვს გზა სანიტრიდან ექიმამდე;

სხვადასხვა დროს იყო ქ. მოსკოვის  N20 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი, პოლიკლინიკის უბნის ექიმი, 1985–1987 წლებში სწავლობდა ტუბერკულოზის ცენტრალური ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად. მიღებული აქვს კვალიფიკაციები – პულმონოლოგი, ფტიზიატრი;

1995 – 2006 წლებში იყო ქ.მოსკოვში სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ „ელვირა“-ს მთავარი ექიმი;

აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული 1989 წელს ქ. მოსკოვში პირველი ქართული სათვისტომოს დაფუძნებასა და მის მოღვაწეობაში;

2006 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაკავებული იყო კერძო ბიზნესით;

2014 წლის ივლისიდან დღემდე არჩეული არის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლად.