სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს.

 

 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 2023 წლის 17 ნოემბერს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის“   პროექტის განხილვის პროცედურების დაწყების  შესახებ.

 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ყველა მუდმივმოქმედ  კომისიას დაევალა ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის“   პროექტის განხილვა და შენიშვნების წარმოდგენა:

პროექტი განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას.

კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ნოემბერს 1000   საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას.                                    

კომისიის სხდომა ჩატარდება 22 ნოემბერს 1200   საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

 პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი  რესურსების საკითხთა  კომისიას.

კომისიის სხდომა ჩატარდება 21 ნოემბერს 1100   საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

პროექტი განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას.       

კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ნოემბერს 1200   საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში. პროექტი განსახილველად გადაეცა სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას.

კომისიის სხდომა ჩატარდება 21 ნოემბერს 1200   საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 91-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის“   პროექტის შესახებ კომისიის დასკვნები და წინადადებები არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის“   პროექტის შესახებ დაინტერესებულ  პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადაა 2023 წლის 24 ნოემბერი.

   ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის“   პროექტი ატვირთულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ვებ-გვერდზე https://tsageri.gov.ge/, ასევე განთავსებულია საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე.

მისამართი: ქალაქი ცაგერი, რუსთაველის ქუჩა № 65


სიახლეები