სიახლეები

ცე ჰეპატიტზე, შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა დაიწყო

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ცე ჰეპატიტზე, შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა დაიწყო, რომლის მოსარგებლე რეგიონში მცხოვრები 18 წლის და ზემოთ (ტუბერკულოზის შემთხვევაში ასაკი შეზღუდული არ არის) ასაკის მოქალაქეები არიან.
სკრინინგის პროგრამა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ხორციელდება. მიზანი აღნიშნულ დაავადებათა ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და საზოგადოებაში მისი გავრცელების პრევენციაა.

სიახლეები