სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ცაგერის კულტურის ცენტრში გამართულ თეატრალურ პრემიერას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანთან ერთად, ცაგერის კულტურის ცენტრში გამართულ თეატრალურ პრემიერას დაესწრო.
29 ოქტომბერს, ცაგერის საბავშვო მიუზიკლების თეატრმა მაყურებელს თეატრის დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა წარუდგინა.
დარეჯან საღინაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი ახალგაზრდები, ბავშვები და გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები.

სიახლეები