სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ყურძნის მიმღებ პუნქტებზე რთველის მიმდინარეობას გაეცნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის, ქვედა ცაგერის, ოყურეშის, ბარდნალისა და ლასურიაშის ყურძნის მიმღებ პუნქტებზე რთველის მიმდინარეობას გაეცნო.
გარდა აღნიშნული ლოკაციებისა, ყურძნის მიმღები პუნქტები ფუნქციონირებს სოფელ ორბელსა და გაგულეჩშიც.
ამ დროის მონაცემებით, მთლიანად გადამუშავებულია 630 ტონა ცოლიკოური.
რთველის პროცესში, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიასთან“ ერთად, ყურძნის ჩაბარებაში კერძო კომპანიებიც მონაწილეობენ.
ლეჩხუმში რთველი გრძელდება. ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სიახლეები