სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
27 ოქტომბერს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სადღესასწაულო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა. მოგვიანებით, ცაგერის კულტურის ცენტრში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მეუფე სტეფანემ ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მიტროპოლიტ სტეფანეს საჩუქრები გადასცა.
„მეუფეო, განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი კუთხის, ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე. თქვენი სულიერი მსახურება, რწმენის განმტკიცებისა და საზოგადოების სულიერი განვითარებისკენ მიმართული საქმიანობა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. მადლობა იმ სიკეთისა და სულიერი თანადგომისთვის, რომელსაც ჩვენს საზოგადოებას უწევთ. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და მრავალწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობას“, — აღნიშნა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, ჭყონდიდისა და ლენტეხის ეპარქიებიდან მოწვეული სასულიერო პირები.


