სიახლეები

ცაგერში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერში, მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მოადგილე ალუდა თუთისანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერ ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად, მდინარე ცხენისწყალზე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ამჟამად მიმდინარეობს ნაპირსამაგრის მოწყობის გადაუდებელი, პრევენციული სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს ,,მიუ როუდი" ახორციელებს.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოების დაწყებაც. პროექტი უკვე მზად არის და მდინარის ნაპირზე ბეტონის დამცავი კედლის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების მიზანია მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და მდინარის მიერ ნაპირის შემდგომი დაზიანების პრევენცია

სიახლეები