სიახლეები

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა სოფლებში- უსახელოში, ხოჯში, აღვში, კენაშში

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები 20 თებერვალს ჩატარდა სოფლებში- უსახელოში,ხოჯში,აღვში,კენაშში.
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შეირჩა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
უსახელო-გარე განათება გაგრძელების სამუშაოები;შიდა სასოფლო გზის სარემონტო სამუშაოები.
ხოჯი-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
ზედა აღვი-სანიაღვრე-სადრენაჟო სისტემის მოწყობა;სოფლის ცენტრში არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობის კეთილმოწყობა.
კენაში- აღვი-კენაშის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ქვედა აღვი- სპორტული დანიშნულების შენობის კედლების მოწყობა.
 შუა აღვი- თაგვაძეების უბანში გზის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება; ჩაიდერისა და ბობოხიძეების უბნის გარე განათების მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

სიახლეები